დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2018
დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება - „აპრილის ტკივილიანი საქართველო“ მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სანთლები დაანთეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“