დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობენ
18-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის გამართულ საგნობრივ ოლიმპიადაში ჩაერთნენ.
ოლიმპიადა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ტარდება.
საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის I ტური 17 ოქტომბერს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყო, რომელშიც VII - VIII - IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს