ერკეთის საჯარო სკოლაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულს სასწავლო-შემოქმედებითი შეხვედრა მიეძღვნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში 14 ოქტომბერს, სცეტიცხოვლობის დღესასწაულს სასწავლო - შემოქმედებითი შეხვედრა მიეძღვნა.
აღნიშნული საგნმანათლებლო ღონისძიება მოსწავლეების აქტიური ჩართულობით და ისტორიის პედაგოგის, ალექსანდრე ცინცაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„14 ოქტომბერი - ქრისტიანული საქართველოს დღესასწაული. უკვდავ - უბერებელი მცხეთა, მის მკერდზეა გმირთა სავანე აქ დაიწერა ქრისტიანული საქართველოს ისტორია, ხოლო 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას, მცხეთობას საზეიმოდ აღნიშნავს მთელი ქვეყანა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წმინდა ნინოს შემოსვლაზე, მირიანის სამეფოს გაქრისტიანებასა და მცხეთა - სვეტიცხოვლის ისტორიაზე. მასწავლებელმა კიდევ უფრო განავრცო მასალა.
ერკეთის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს 14 ოქტომბერს - ქრისტიანული ერის დღესასწაულს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: