თბილისის N32 სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
18-10-2022
თბილისის N32 საჯარო სკოლა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის აქტიური მონაწილე გახლავთ.
სკოლა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN WOMEN და UNFPA პროექტში - „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ არის ჩართული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში სკოლაში 6 ვიზიტი განხორციელდა.
6 ოქტომბერს მერვე კლასის მოსწავლეებს სტუმრობდა ელენე ჯაჯანიძე. 13 ოქტომბერს კი სკოლაში ორგანიზაციის წარმომადგენლებს- ლიკა სიდამონიძეს, (UN WOMEN საქართველო) და დილარა ბუიუკტასის (UN WOMEN რეგიონალური ოფისი) უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საინტერესო ფორმატით გაიმართა. მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ.
აქტივობის დასასრულს მონაწილეთა მხრიდან პოზიტიური უკუკავშირი გაკეთდა. პროექტთან დაკავშირებით კი სამომავლო გეგმები დაისახა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს