წნორის N1 სკოლის მოსწავლე ვასიკო აბულაშვილი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს
18-10-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11 ოქტომბერს გაიმართა. ჩემპიონატში X და XI კლასის მოსწავლეები - ნათია ჯალიაშვილი და ვასიკო აბულაშვილი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. შედეგად, კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, ვასიკო აბულაშვილი ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203