აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების დიდი ხელშეწყობით სხვადასხვა მნიშვნელოვან სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკს დაესწრნენ.
ბავშვებმა თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, სახალისო და საინტერესო ფორმით ნახეს, რამაც მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მოსწავლეთათვის სწავლისადმი დამატებითი სტიმული იყო.
სასკოლო საზოგადოება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აღნიშნული აქტივობისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: