ალერტკარის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა
19-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში 23-30 სექტემბერს, გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული კვირეული ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო.

შეჯიბრებაში მონაწილე მოსწავლეებისგან სკოლის ნაკრები გუნდები დაკომპლექტდა, რომლებიც სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთვება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203