დეხვირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
18-10-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ლალი სვანიძემ მრავალფეროვანი აქტივობებითა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აზიარა საყვარელი მოსწავლეები „დედაენის“ ოქროს გასაღებს - „აი-ია-ს“.
„გზად ია-ვარდი დაფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“... ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო... ქართული ანბანის აღმატებულება შემობრძანდა დიდი პატივითა და მოწიწებით ...
პატარები სიხარულითა და დიდი სიყვარულით შეეგებნენ „ანბანის შემობრძანებას“ და მასპინძლობაც ღირსეული გაუწიეს! მრავალი წარმატება ცხოვრების ახალ, მშვენიერ ეტაპზე ჩვენო პატარებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს