სალიბაურის N2 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა საინტერესო სპექტაკლი დადგა
18-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში თეატრალური დასი წარმატებით ფუნქციონირებს, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობს.

ამჯერად, სკოლას აჭარის საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ - „პირველ ავტოგრაფი“ დირექტორი მიხეილ გაბაიძე და სამხატვრო ხელმძღვანელი პეტრე ჩარგეიშვილი ეწვივნენ.

სტუმრობის მიზანი ფესტივალში სკოლის თეატრალური დასის მონაწილეობა გახლდათ.

მოზარდებმა სტუმრებს სპექტაკლი წარუდგინეს და მათგან საინტერესო რეკომენდაციები თუ დაუვიწყარი გაკვეთილი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თეატრალური დასის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ხათუნა ხალვაშია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203