ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით და საინტერესოდ დაიწყო.
სწავლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, პეტროს აკოპიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პირველკლასელებმა საზეიმო ვითარებაში წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და იმხიარულეს.
პირველი კლასის მასწავლებელმა, მანანა სტეპანიანმა საკლასო ოთახი წინასწარ მოაწყო და ბავშვებს სახელმძღვანელოები, კომპიუტერები და ხალისიანი გარემო დაახვედრა.
სრულიად სასკოლო საზოგადოებას დიდი იმედი აქვს, რომ 2022-2023 სასწავლო წელი იქნება: ნაყოფიერი, ხალისიანი და მრავალფეროვანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს