„რა შეიძლება იყოს ამის საპირწონე ბედნიერება“- სიქთარვის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ დირექტორს სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
18-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის საზოგადოებამ დირექტორ ია კვატაიას, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა, განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო.

სკოლაში მისულ დირექტორს მოსწავლეები და კოლეგები ყვავილებით შეეგებნენ.

ია კვატაიასთვის აღნიშნული შეხვედრა მეტად ამაღელვებელი იყო. ის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობას უხდის, გულთბილი დახვედრისა და გულწრფელი სიყვარულისთვის.

 „რა შეიძლება იყოს ამის საპირწონე ბედნიერება... ყველაზე მაგარი გუნდის წევრი ვარ მე. არ არსებობს ემოცია ამაზე დიდი, ამაზე ძვირფასი. ჩემი გული და სული თქვენთანაა მუდამ, მიყვარხართ უსაზღვროდ. მადლობა ჩემს უმაგრეს სასკოლო საზოგადოებას ამ ემოციისა და გულწრფელი სიყვარულისთვის“, - ამბობს დირექტორი ია კვატაია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203