ალერტკარისა და ურთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებს შორის სპორტული შეჯიბრი გაიმართა
18-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლამ 7 ოქტომბერს ურთის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთისა და კალათბურთის ნაკრებ გუნდებს უმასპინძლა. სტუმარი სკოლის დირექტორი კი ნინო ზაქარაია გახლავთ.

ნაკრებმა გუნდებმა შეჯიბრებები გამართეს, რომლის მიზანი სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება იყო. შეჯიბრი საინტერესო და ხალისიანად წარიმართა.

საბოლოოდ კი მეგობრობამ გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები (დირექტორი ა. ხუნჯგურუა) და მასწავლებელთა თავისუფალი პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ცირა გულუა ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიწვეულმა სტუმრებმა მასპინძელ სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203