აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება პედაგოგმა დღესასწაულად უქცია
17-10-2022

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

დამრიგებელმა, ნატო ცობეხიამ პატარების მოტივაციაზე იზრუნა და სკოლაში მისულთ სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა. მოსწავლეებმა კლასში განახორციელეს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები და ასევე, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.

პატარები სასწავლო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ და ნიჭითა და მონდომებით პირველ მასწავლებელს არაერთხელ ასახელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203