ნორიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
17-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა I კლასში ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ დაიწყეს.

მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული და გალამაზებული საკლასო ოთახი დახვდათ, რამაც განწყობა კიდევ უფრო აუმაღლათ.

„ნორიოს საჯარო სკოლის I კლასში „ანბანი შემობრძანდა“. ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეთ და ეზიარეთ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას. თქვენ იმოგზაურებთ წიგნების მრავალფეროვან სამყაროში. გისურვებთ უამრავ წარმატებას! სიყვარულით მანანა მასწავლებელი!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203