ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
17-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში როგორც მაღალი, ისე დაბალი კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თემატური ნახატებით მოამზადეს. ასევე, ფემინისტებისა და მათი მოძრაობის შესახებ ისაუბრეს.
ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს