გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგობარი სკოლის გუნდთან ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გამართეს
18-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, გომბორისა და სიონის საჯარო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის, 4 ოქტომბერს ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

საუკეთესო გუნდებსა და მოთამაშეებს კი სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სიგელით პედაგოგი მზია ბიჩინაშვილიც დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203