ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს საჩუქარი მიუძღვნეს
17-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაუვიწყარი საჩუქარი მიუძღვნეს და სპეციალური პლაკატი დაამზადეს პედაგოგების შესახებ.
მოსწავლეებმა ამ ფორმით გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მასწავლებლებისადმი მადლობა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს