მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, როინ მიროტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
17-10-2022
როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, როინ მიროტაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. აღსანიშნავია, რომ სკოლა სწორედ მის სახელს ატარებს.

„27 სექტემბერი... უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... გმირები არ კვდებიან!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203