
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია.
11 ოქტომბერს პირველკლასელთათვის დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა. Iა და Iბ კლასის პატარებს საკლასო ოთახში საზეიმო განწყობა დახვდათ.
კლასის დამრიგებლებთან ნატო ჯიღაურთან და ხათუნა ბორაშვილთან ერთად, ბავშვებმა ზეიმით აღნიშნეს ანბანის შემობრძანება.
მათ პატარა იას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. გამოძერწეს, გამოწერეს და გააფერადეს „აი ია“.
იხილეთ ფოტოები: