თბილისის N143 საჯარო სკოლის გუნდმა - „ათენა“ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
17-10-2022
თბილისის N143 საჯარო სკოლის გუნდი „ათენა“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. 

კონკურსი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნაძალადევის გამგეობის ინიციატივით ჩატარდა. მასში 22 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. „ათენამ“ ღირსეულად იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

გუნდის წევრები ჩინური ენის შემსწავლელი კურსების ვაუჩერითა და 200-ლარიანი წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. ასევე, მადლობას უხდიან გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას.
 
გუნდს ხელმძღვანლობდნენ პედაგოგები ინგა აბესაძე და თეა ფაილოძე.

„ათენას“ წევრები არიან:

  • ანანო გოგრიჭიანი (კაპიტანი);
  • ნია შამათავა;
  • ანა თოდუა;
  • ანა ხვედელიძე;
  • მარიამ მიქელაძე;
  • დიანა გადრანი.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203