ეშტიის N2 სკოლაში პროექტის - „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში, პოლიციელებთან მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
17-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში, მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეები პოლიციელებს უკვე მეორედ შეხვდნენ. ისინი პროექტის დეტალებს, ხარჯებს, პროექტის დაწერისა და განხორციელების წესებს გაეცნენ.
პოლიციელებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა ისწავლეს წესები, რაც მომავალში დაეხმარებათ, რათა სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები გახდნენ.
გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს