პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
17-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყელქცეულში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა - საბა მეზვრიშვილმა, თორნიკე ტეტუნაშვილმა და მეშვიდე კლასის მოსწავლე მირიან ღოლიჯაშვილმა შეჯიბრში პირველი ადგილი და თასი მოიპოვეს.
მათ სამი სკოლის მოწავლეებს აჯობეს და ღირეული გამარჯვება მოიპოვეს. მათი სპორტის მასწავლებელი დავით ასანიძეა.
მოსწავლეებსა და სკოლის დირექტორს სიგელები გადაეცათ.
დირექცია და პედკოლექტივი გამარჯვებულებს ამ წარმატებას ულოცავენ. მათ და მასწავლებელ დავით ასანიძეს კი შემდგომ წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს