მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
17-10-2022
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

ექსკურსიას - მაღლაკი-საჩხერე-მაღლაკი, წინ ფილმის „აკაკის აკვანის“ ჩვენება უძღოდა. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია აკაკის ცხოვრების შესახებ და მისი ლექსები შეისწავლეს.

მისი მუზეუმის ეზოში მე-10 - მე--11კლასელების მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს. მათ ლექსები წაიკითხეს და სიმრერები შეასრულეს.
მოსწავლეებმა სავანე, სხვიტორი, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი და კაცხის სვეტი მონახულეს. 

„დღე ძალიან  ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული იყო როგორც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203