რუისის N2 საჯარო სკოლაში ანბანის კვირეული გაიმართა
17-10-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლა Iა კლასში „ანბანის შემობრძანების“ დღე ხალისიანი აქტივობებით აღინიშნა.
Iა კლასში მასწავლებლის, ლეილა ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით ანბანის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის დედაენას გულმოდგინედ სწავლობენ.
ანბანის სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიება მშობლების აქტიური მონაწილეობითა და ბავშვების გულმოდგინებით ჩატარდა.
„მშობლების გვერდში დგომით და სიყვარულის გამოხატვით, ბავშვების მონდომებით და კოლეგების საუკეთესო სურვილებით, იისფერი დაუვიწყარი დღე შეემატა ჩვენს სასკოლო ცხოვრებას. მიყვარხართ ბავშვებო და მაბედნიერებთ“, - ამბობენ სკოლაში.