სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
17-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ნაცვლიშვილმა 12 ოქტომბერს მე-81 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი - ბალადა - „ლექსი მოყმისა და ვეფხვისა“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა ბალადის სხვადასხვა ვერსიების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს. ასევე რამდენიმე წუთი დაუთმეს მხატვრულ კითხვას და საავტორო ორიგინალური ნახატებით პოსტერი დაამზადეს.
ნახატების შექმნაში მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმამ მანანა კოჩაძემ გაუწიათ დახმარება.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილში ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს