ერისიმედის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
17-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში 13 ოქტომბერს მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მეოთხეკლასელებმა დამრიგებელთან, ნანა ბალიაშვილთან ერთად თათარა მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს. აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ზეიმში მოსწავლეთა მშობლებიც მონაწილეობდნენ.
„მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთა ნანა ბალიაშვილთან ერთად გაგვახარეს და ბავშვობაში დაგვაბრუნეს. მადლობა ნანა მასწავლებელსა და მის პატარებს. ასევე მადლობა მშობლებს, რომლებიც ზეიმის მსვლელობაში მონაწილეობდნენ“, - ამბობენ სკოლაში.