სენაკის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა პედაგოგებს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს
17-10-2022
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს 2 ოქტომბერს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. ღონისძიების ავტორი მე-8 კლასის დამრიგებელი, გულნარა ბარკალაია გახლდათ. ასევე მონაწილეობდნენ უფროსკლასელები: უტა სიჭინავა, ნიკო ფაცია, ალექსი გვასალია, ზურაბ და ნიკა წიქვაძეები.

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203