„რატომ გვიყვარს შემოდგომა?“- ტობანიერის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
17-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „რატომ გვიყვარს შემოდგომა?“ გაიმართა.

ღონისძიება მეტად ლამაზი, ფერადი და სასიამოვნო იყო. მეორეკლასელებმა, დამრიგებლის, ლანა ცირამუას ხელმძღვანელობით სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს.

„ოქროსფერი შემოდგომის დარად, მორთულ-მოკაზმული გარემოსა და პატარების ცქერამ გული უსაზღვრო სიყვარულით აგვივსო, დიდხანს გაგვყვება ის სითბო და სასიამოვნო ემოცია, რომელიც დღეს ჩვენ, თქვენგან გადმოგვედო!

დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის მე-2 კლასის ხელმძღვანელს, ლანა ცირამუას“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203