კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსებში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ
17-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-8 კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბერიძემ ასახელა.

ბარბარე,​ USAD-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში - „რატომ მინდა ევროპა“ საუკეთესო პოსტერის დამზადებისთვის დაჯილდოვდა.

ამავე კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები მე-10 კლასის მოსწავლეებს - ანანო გულაშვილს და ანანო ქიტოშვილს გადაეცათ.

ბარბარე ბერიძე და მარიამ სესიაშვილი ასევე დაჯილდოვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ პროგრამაში - „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები“ გამარჯვებული პროექტისათვის; ამავე ტრენინგ პროგრამაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა მე-9 კლასის მოსწავლე მარია ბერიძე.

„წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ქეთევან ჭიღლაძეს. ვამაყობთ თქვენით!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203