„სკოლას თავისი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“ - თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა 190კგ მაკულატურა ჩააბარეს
17-10-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ხათუნა მირველაშვილის ხელმძღვანელობით,  მაკულატურა სპეციალურ სამსახურს ჩააბარეს.

სკოლაში, ბიოლოგიის კაბინეტში, მაკულატურის შეგროვება და შემდეგ მისის ჩაბარება უკვე, ფაქტობრივად, ტრადიციად იქცა. აღნიშნული აქტივობა მწვანე საფარის დაზოგვას ემსახურება. 

ამჯერად, დაახლოებით, 190კგ მაკულატურა შეგროვდა. მიღებული თანხა კი სასკოლო საკანცელარიო ნივთების შეძენას მოხმარდება. 

„სკოლას თავისი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ კუთხით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ვიცით, რომ მეორადი ქაღალდები გროვდება ბიოლოგიის კაბინეტში და ყველა ერთად ვიღებთ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203