თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები დეკორატიული მცენარეების სანერგეს სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ესტუმრნენ
18-10-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

13 ოქტომბერს,მეოთხეკლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დეკორატიული მცენარეების სანერგეს „გარდენიას“ ესტუმრნენ. „გარდენიაში“ მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნებაში „მწვანე გაკვეთილი“ გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

გაკვეთილის მიზანი იყო: მცენარეთა მრავალფეროვნების გაცნობა,  ყვავილების დარგვა და დეკუპაჟის შესწავლა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი და ყვავილები ჩარგეს ქოთანში, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა.

მოისმინეს ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილებაზე და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

„საინტერესო პროექტისთვის და მწვანე გაკვეთილებისთვის მადლობას ვუხდით გარდენიის ხელმძღვანელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203