მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს
17-10-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „კიდევაც დაიზრდებიან“ წევრებმა და მოსწავლეებმა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

მათ მისალოცი ბარათები და პლაკატები როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე დაამზადეს. შემდეგ კი პრეზენტაცია მოაწყვეს. ბოლოს მათ ნამუშევრები თემში გაავრცელეს. 

მოსწავლეებმა ქალბატონებს ყვავლები გადასცეს და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე მიულოცეს. მათ მადლობაც გადაუხადეს იმ დიდი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად ეწევიან.

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203