თბილისის N16 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ცირეკიძემ ველოსპორტის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
17-10-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ცირეკიძემ ველოსპორტის საერთაშორისო ტურნირიზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ტურნირი ივნისში, სომხეთში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ცირეკიძე მოზარდებში 2019, 2020, 2022 წლების საქართველოს ცხრაგზის ჩემპიონია. ის სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა, შედეგად კი 34-ე ადგილი დაიკავა. სომხეთის ტურნირში მოპოვებული შედეგებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ცირეკიძე საქართველოს ნაკრებში შეიყვანეს.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„მისი გეგმები კვლავ დიდია და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპზეა. სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ამაყობს ნიკოლოზის წარმატებით და მომავალშიც უამრავ გამარჯვებას უსურვებს დიდ სპორტში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203