დარკვეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო ვიდეორგოლი ჩაწერეს
17-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობა აღნიშნეს.
მათ ვიდეო ჩაწერეს, სადაც ამ დღესასწაულისა და სვეტიცხოვლის აშენების შესახებ საუბრობენ. მეხუთეკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ამ დიდებულ ტაძარს ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში, დამრიგებელ ანნა ქავზინაძის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დღესასწაული ყველას მიულოცეს.
სვეტიცხოვლობის აღნიშვნა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე, აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს