ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „საუკეთესო პრეზენტატორები“ წევრებმა გარემო დაასუფთავეს
17-10-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის კლუბის - „საუკეთესო პრეზენტატორები - best presenters“ წევრებმა გარემო დაასუფთავეს.
აღნიშნული კლუბი სკოლაში მოსწავლებში თვითდაჯერების, მოტივაციის, საპრეზენტაციო უნარების გაზრდისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა. კლუბი ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს პრეზენტაციებს წინასწარ შერჩეულ თემაზე აწყობს, ხოლო თვის განმავლობაში შაბათ-კვირას გასვლითი აქტივობები იმართება. ოქტომბრის თემაა - „გაუფრთხილდი შენს ქალაქს“. დასუფთავების აქციაც სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართა.
მათ ქვედა ხუნწის სკოლის, მარტვილის ცენტრისა და მარტვილის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. მოსწავლეებმა შემოდგომასთან დაკავშირებული თემატური ფლაერები, წარწერით - „გაუფრთხილდი შენს ქალაქს“, დაამზადეს და მარტვილის ცენტრში მოსახლეობას დაურიგეს.
კლუბის კურატორი მასწავლებელი ეკატერინე კვანტალიანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს