თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლას, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა კლიმატისადმი მედეგი სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, საჩუქრად სამი ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცა.
პროექტს CENN-ი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხადაჭერით, ახორციელებს. მისი მიზანი ტყეზე ზეწოლის შემცირება და ენერგოეფექტან ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და ცოდნის გაზრდაა.
სკოლაში აღნიშნული ფაქტით გახარებულები არიან. დირექცია კახა სუხიტაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს და მათ გუნდს, ასევე მწაროებელ შპს „აირონს“ მადლობას უხდის.
ენერგოეფქტიანი ღუმელი გაცილებით ნაკლებ შეშას მოიხმარს, ვიდრე სხვა გავრცელებული ღუმელები.
იხილეთ ფოტოები: