„შემოდგომის ფერები“ - წყალტუბოს N2 სკოლის მერვეკლასელთა საინტერესო პროექტი
18-10-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი მედეა მოდებაძეა, პასუხისმგებლობითა და აქტიურობით გამორჩეული ბავშვები არიან.
მერვეკლასელების განხორციელებული პროექტები სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა.
ამჯერად, მოსწავლეებმა პროექტი - „შემოდგომის ფერები“ მასწავლებლის, ლამზირა ცინცაძეს ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.
„ვიზუალურად და თემატურად პროექტი მართლაც საინტერესო იყო. მადლობა ლამზირა მასწავლებელს და წარმატება ჩემს სადამრიგებლო კლასს“, - აღნიშნავს პედაგოგი მედეა მოდებაძე.