„კართან მოდგა შემოდგომა“- საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება 
17-10-2022

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება - „კართან მოდგა შემოდგომა“ გაიმართა.

სასკოლო გარემო მასწავლეებთან ერთად, მშობლებმა და მოსწავლეებმა მორთეს. 

გაიმართა სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თათარა დააგემოვნეს. გარდა ამისა, ადგილზე რამდენიმე კერძი მეგრული სამზარეულოდანაც მოამზადეს. 

ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, ყველამ სასიამოვნო დრო გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„როგორც ვიცით, შემოდგომის ფესტივალი დიდი ხანია არსებობს, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე  ჩაეყარა საფუძველი ამ დღესასწაულს .წელს დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნა. შემოდგომის სიუხვე, ნობათი და სილამაზე დაიბერტყა სკოლის ულამაზეს გარემოში. ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს პატარებმა. კიდევ კარგად გაითავისეს და გაიგეს უხვი, ბარაქიანი შემოდგომის აუცილებლობა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203