ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური მისალოცი ბარათები დაამზადეს
17-10-2022

თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული დავალებები პატარებს განსაკუთრებით უყვართ, რაც ეხმარება კიდევაც მათ გონებრივ განვითარებაში, ასე ისინი უფრო კრეატიულები ხდებიან.

ამ მხრივ, ძალიან კარგი აქტივობა ჩატარდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში, სადაც მესამეკლასელებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს.

მათ ბარათები თავიანთი სურვილისამებრ მოიფიქრეს და შექმნეს. 

მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ დავალებას და აქტიურად იყვნენ სწავლების პროცესში ჩართულები. 

გამოვლინდა ყველაზე კრეატიული ბარათიც.

მასწავლებლების მხრიდან მსგავსი აქტივობები დასაფასებელია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203