წყალტუბოს N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა საზეიმოდ დაიწყეს
18-10-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის I კლასში „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.

პირველკლასელები, პედაგოგ ნათია ჯანიაშვილის შეთავაზებულ საგაკვეთილო პროცესში ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. პედაგოგმა პატარებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. სკოლის ეზოში შეკრებილმა ბავშვებმა ანბანის სწავლის დაწყება ლექსებითა და მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე აღნიშნეს.

ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ ხოტბა შეასხეს და ანბანის ზღაპრუს სამყაროში იმოგზაურეს.

ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ პედაგოგის შეთავაზებულ საგაკვეთილო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება მეტად ლამაზი და უჩვეულო იყო.

იხილეთ ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203