მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
17-10-2022
27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის თარიღი, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა, რომელსაც სკოლები არ ივიწყებენ.

ამასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში დროშა დაუშვეს.

ისტორიის მასწავლებელმა სამველ ღაზარიანმა ჩაატარა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს იმ დიდ ტკივილზე, რომელსაც აფხაზეთის დაკარგვა ჰქვია. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ასევე, ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რომელიც გამოიარეს ქართველებმა სამაჩაბლოში. მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 „ეს საქართველოს დიდი ტკივილია“,- აღნიშნა მან და მომავალ თაობას კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203