ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მეთორმეტეკლასელებმა თანასკოლელებს კიბერუსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს
17-10-2022

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, დანარჩენ მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს. 

ტრენინგის თემა იყო კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება. მას წინ უძღვოდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს. კვლევის ანალიზის შედეგად ,გამოიკვეთა ტრენინგის ჩატარების აუცილებლობა.

აქტივობამ წარმატებით და ნატოფიერად ჩაიარა. ბოლოს მოსწავლეებმა კიბერბულინგის თემაზე ანიმაციური ფილმი განიხილეს. 

ტრენინგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ჟანა ხაჩატურიანის ხელმძღვანელობითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203