
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
კლასის ხელმძღვანელმა, ლალი პაპიტაშვილმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია. მასწავლებელმა პატარებს საზეიმოდ მოკაზმული საკლასო ოთახი დაახვედრა, მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და ისინი სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართო.
პირველკლასელები ანბანის სწავლას ხალისითა და მონდომებით შეუდგნენ. მონდომებული პირველკლასელები პირველ მასწავლებელს არაერთხელ ასახელებენ.
იხილეთ ფოტოები: