რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
17-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლით აქტივობებში მონაწილეობდნენ.
ისინი ჭიათურის კულტურის სახლში თოჯინების თეატრის სპექტაკლს დაესწრნენ, სადაც ჯამბაზებთან ერთად გაერთნენ. შემდეგ კაცხის ტაძარი მონახულეს და საბაგიროთი ისეირნეს.
ისინი აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ეს დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ბედნიერები და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს