
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს დამრიგებელი თამარ ზარნაძე იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
საზეიმო გაკვეთილის მიზანი შესაბამისი განწყობის შექმნა, „ი“ და „ა“ ასოების გაცნობა და კითხვეის საწყისი ჩვევების გამომუშავბა იყო.
პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზე იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: