გორელოვკის N3 სკოლის პედაგოგმა, თამარ გორგაძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
17-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივს 2022-2023 სასწავლო წელს კიდევ ერთი ახალი, კვალიფიციური პედაგოგი თამარ გორგაძე შეემატა.
ახლგაზრდა, მოტივირებული მასწავლებელი პირველი კლასის მოსწავლეებს ასწავლის. ის მუდმივად ცდილობს საინტერესოდ, სახალისოდ წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ჩატარებული ბუნების გაკვეთილები - დუხაბორების მუზეუმის ეზოში, ასევე აქტივობა - ფოთლებით „ნახატების“ შექმნა და ა.შ.
ამჯერად, მასწავლებელმა მოსწავლეებთან საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით „შეაბრძანა“ ქართული ანბანი. პედაგოგმა და პირველკლასელებმა კლასისათვის გასაფორმებელი დეკორაციები: იები, წიგნი, ფერადი პეპლები შექმნეს და საკლასო ოთახი გაალამაზეს; გაეცნენ „ანბანეთის ამბებს“, გამოჭრეს „ა“ და „ი“ ასო-ბგერები, შემდეგ გამოძერწეს, წაიკითხეს ტექსტი და დაწერეს „აი ია“.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ აქტივობები, რადგანაც ფერადი გაკვეთილი გამოუვიდათ და მონდომებით, მოტივირებულები შეუდგნენ ქართული ანბანის, კითხვისა და წერის შესწავლას. მოსწავლეთა მშობლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ განხორციელებული აქტივობებისათვის.
დირექცია თამარ გორგაძეს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს