ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა და მასწავლებლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი პატივისცემით მიულოცეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეეთა თვითმმართველობის წევრებმა პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს. ისინი, ღირსეულ მასწავლებლებს, რომლებიც, დღესდღეობით, სკოლაში აღარ მუშაობენ, დანარჩენ პედაგოგებთან ერთად, ესტუმრნენ, ყვავილები მირთვეს.
მათ ლელა ხულორდავას, ნათელა ნერგაძესა და ნატალია ტიკუჩევას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ისინი ძალიან გაახარეს.
„მასწავლებელი წინამძღვრობს ერს!"
მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში აღარ არიან, გვახსოვხართ და გვიყვარხართ, ჯანის სიმრთელესა და წელთა სიმრავლეს გისურვებთ, ღვაწლმოსილო პედაგოგებო“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: