ახალქალაქის N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა
17-10-2022

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. 

არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის საშუალებით სასურველი კანდიდატები აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203