მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კონცერტი გამართეს.
ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ახალიამ (დამრიგებელი ნონა ცანავა) და მესამე კლასის მოსწავლე მარიამ კალანდიამ (დამრიგებელი ლეილა ბაძაღუა) დაგეგმეს.
კონცერტი სკოლის შესასვლელთან გაიმართა. მასში მოსწვლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ სტუმრად სკოლის ყველა თანამშრომელი მიიწვიეს.
კონცერტზე ლექსები წაიკითხეს ბარბარე ძიძიგურმა, ავთა სართანიამ, ჯემალ ცხოიძემ, მარიამ კალანდიამ, გიორგი ცანავამ, ნია სართანიამ და აგრეთვე ლექსი წაიკითხა მომავალმა პირველკლასელმა - ბარბარე ცანავამ.
საცეკვაო ნომერი მეორე კლასის „ბრჭყვიალა გოგონებმა“ შეასრულეს. ბოლოს, წამყვანებმა მარიამ კალანდიამ და მარია ახალიამ, დამსწრე საზოგადოებას სვეტიცხოვლობა, ცეკვა აჭარულით მიულოცეს.
პედაგოგებმა კონცერტის ყველა მონაწილეს საჩუქრები გადასცეს. მოსწავლეებს მადლობა დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: