„შემოდგომის ზღაპარი“- ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო გამოფენა-ფესტივალი გამართეს
17-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საკლასო გამოფენა-ფესტივალი „შემოდგომის ზღაპარი“ მოაწყვეს. 

ღონისძიება დამრიგებელ თამუნა ლოხიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მეოთხეკლასელებმა თემატური ნამშევრები შექმნეს. ფესტივალზე სწორედ მოსწავლეების ხელით შექმნილი დეკორაციები და ნახატები იყო წარმოდგენილი. მათ, მუსიკის მასწავლებელთან, სოფიო მაისურაძესთან ერთად, სიმღერა „ოქროსფერი შემოდგომა“ შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი ხალისით, მოდნომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203